სოფელი, სადაც ტემპერატურა -62 გრადუსამდე დაეცა - დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები | Allnews.Ge

სოფელი, სადაც ტემპერატურა -62 გრადუსამდე დაეცა - დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები

კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ოიმიაკონში, სოფელში, სადაც სკოლის მოსწავლები გაკვეთილებზე მანამ დადიან, ვიდრე ტემპერატურა -52°C-მდე არ დაეცემა. ციმბირის ეს სოფელი ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტია მთელს მსოფლიოში. ოიმიაკონში სიცივე და ყინვა ნამდვილად არ უკვირთ, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში ტემპერატურა კიდევ უფრო მკვეთრად დაეცა და ახლა მოსახლეობას -62°C-თან უწევს გამკლავება.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მსოფლიოს ამ ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტის არსებობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ფოტოგრაფმა ამოს ჩაპლიმ სიმამაცე გამოიჩინა და აღნიშნულ სოფელში ყინვის მიუხედავად იმოგზაურა

"ძალიან თხელი შარვალი მეცვა, როდესაც პირველად ტრანსპორტიდან ფეხი ჩამოვდგი და გარეთ -47°C დამხვდა, არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება, თითქოს ყინვა ფიზიკურად უჭერდა ჩემს ფეხებს და კიდევ ერთი გაოცება იმან გამოიწვია რომ ნერწყვიც კი გამეყინა", - იხსენებს ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი.

ახლა ამინდი კიდევ უფრო გამძვინვარდა და სოფელში გაცილებით ცივ ამინდთან გამკლავება უწევთ, ისე რომ ადამიანებს არამხოლოდ ფეხები, არამედ წამწამებიც კი ეყინებათ. ოფიციალურმა ამინდის ბიურომ ყველაზე ცივ დღეს -59°C დააფიქსირა, თუმცა, ახალი ელექტრონული თერმომეტრის მონაცემებით სოფელში ტემპერატურა -62°C-ია. სოფელში სამუშაოებიც კი დროებით შეწყდა იმიტომ რომ ამინდმა მტკივნეულ ნიშნულს მიაღწია. ადგილობრივები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ირწმუნებიან, რომ ტემპერატურა -68°C-მდე დაეცა.

myquiz