ქალაქ პერმში სკოლაზე თავდასხმის შედეგად 8 მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრა | Allnews.Ge

ქალაქ პერმში სკოლაზე თავდასხმის შედეგად 8 მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრა

რუსეთში, ქალაქ პერმში ორი ნიღბიანი მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და რვა მოსწავლე და მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა.

ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, მასწავლებელის და 16 წლის მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, მათ ოპერაცია უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

პოლიციამ თავდამსხმელები უკვე დააკავა.

myquiz