საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა - იხილეთ შთამბეჭდავი ფოტოები | Allnews.Ge

საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა - იხილეთ შთამბეჭდავი ფოტოები

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში თოვლი მოვიდა - კვირას საჰარას უდაბნო და ახლო მდებარე ქალაქი აინ სეფრა გადათეთრდა. უკანასნკენლი 40 წლის განმავლობაში, საჰარას უდაბნოში ნალექი მესამედ დაფიქსირდა. ადგილზე მომუშავე რეპორტიორების განმარტებით, უდაბნოს ზოგიერთ მონაკვეთში თოვლის სიმაღლე 40 სანტიმეტრსაც აღწევს.

ეს თოვლიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რეპორტიორებს გასაოცარი ფოტოკადრები გადაეღოთ. რეპორტიორების ინფორმაციით, უდაბნოში ტემპერატურის ცვალებადობის მიუხედავად, თოვლი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა და არ დადნა.

"გაოგნებულები დავრჩით, როდესაც გავიღვიძეთ და თოვლი ჯერ კიდევ არ იყო დამდნარი. ის კვირას მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდა და დნობა, დაახლოებით, გამთენიის 5 საათითსთვის დაიწყო"- განმარტა ფოტოგრაფმა კარიმ ბოჩეტატამ.

მიუხედავად იმისა, რომ რომ თოვლის წამოსვლა უდაბნოში ისტორიული მომენტია, საჰარას უდაბნო შარშანაც გადადთეთრდა, თუმცა შარშან აინ სეფრაში თოვლი უკანასკნელი 37 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა.