ჯორჯიის შტატში ლიპყინულის გამო ერთმანეთს 35-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა | Allnews.Ge

ჯორჯიის შტატში ლიპყინულის გამო ერთმანეთს 35-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა

ამერიკის შტატ ჯორჯიაში ლიპყინულის გამო ერთმანეთს 35-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა 15 ადამიანი.

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა დაშავებული გადაყვანილია ჰოსპიტალში, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ABC News-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზაზე დაახლოებით 378 ლიტრი ბენზინი დაიღვარა.

ანომალური ყინვა აშშ-ში - დაათვალიერეთ ფოტოები

myquiz