ტელეწამყვანი ოპრა უინფრი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს | Allnews.Ge

ტელეწამყვანი ოპრა უინფრი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს

პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი 2020 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეარხი NBC იუწყება.

"ეს არ მოხდება. მას კენჭისყრის სურვილი არ გააჩნია", - განაცხადა ტელეარხის წყარომ.

შეგახსენებთ, რომ კვირას ლოს-ანჯელესში გამართულ პრემია "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების 75-ე ცერემონიაზე ტელეწამყვანი ოპრა უინფრი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც რიგმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ უინფრი 2020 წელს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას გეგმავს.

ამის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს საკუთარი კანდიდატურა 2020 წელსაც წამოაყენოს.

myquiz