ნიუ-იორკში "ტრამპ თაუერში" ხანძარია
ნიუ-იორკში "ტრამპ თაუერს" ცეცხლი გაუჩნდა. ამერიკული მედიის ცნობით, ხანძარი 58-სართულიანი შენობის ტერასაზე გაჩნდა.
NBC-ის ცნობით, დაშავებულები არ არიან. ხანძარი კი კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.
"ტრამპ თაუერში" გაჩენილი ცეცხლის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ მედიაში ვრცელდება.
"ტრამპ თაუერი" 58 სართულიანი შენობაა, რომელიც ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე მდებარეობს. თეთრ სახლში გადასვლამდე დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად სწორედ აღნიშნულ ცათამჯენში ცხოვრობდა.