საუდის არაბეთის მოქალაქეებს მთავრობა წელიწადში დაახლოებით 3000 დოლარს გადაუხდის | Allnews.Ge

საუდის არაბეთის მოქალაქეებს მთავრობა წელიწადში დაახლოებით 3000 დოლარს გადაუხდის

საუდის არაბეთში ცხოვრების დონის ზრდის მიზნით, მოქალაქეებს 13 მილიარდ დოლარს დაურიგებენ.

"როიტერსის" ინფორმაციით, მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის განკარგულებით, მთავრობა საჯარო მოხელეებს ყოველთვიურად 1000 რიალს (დაახლოებით 266 აშშ დოლარი) გადაუხდის.

"ამ მიზნებისთვის 50 მილიარდი რიალის (13 მილიარდი დოლარი) გამოყოფა მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და კომფორტზე ზრუნავს", - განუცხადა ჟურნალისტებს კულტურისა და ინფორმაციის მინისტრმა ავად ბინ სალეჰ ალავადმა.

საუდის არაბეთში საჯარო სამსახურში დაახლოებით 1,18 მილიონი ადამიანი მუშაობს.

პენსიონერები და იემენის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცები დამატებით 5 000 რიალს (1330 დოლარი) მიიღებენ.

მეფის ასეთი განკარგულება ძირითადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის საკვებისა და კომუნალური სერვისების 5%-ით, ხოლო საწვავის თითქმის 50%-იან გაძვირებას უკავშირდება.

myquiz