გაიცანით საუდის არაბეთის პრინცესა, რომელიც ქალების თანასწორობისთვის იბრძვის | Allnews.Ge

გაიცანით საუდის არაბეთის პრინცესა, რომელიც ქალების თანასწორობისთვის იბრძვის

დედისა და ბებია-ბაბუის მიერ გაზრდილი ამირა ალ-ტავილი საუდის არაბეთში და მის ფარგლებს გარეთ თანასწორობისთვის და ქალების უფლებებისთვის იბრძვის. ამავდროულად კი საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ფილანთროპისტია. ქალების გაძლიერებისა და საქველმოქმედო მიზნით 34 წლის ამირა ალ-ტავილი 71 ქვეყანაზე მეტს ეწვია და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრის და მათი დახმარების მიზნით მოისმინა.

ქალმა, რომელმაც თქვა რომ ერთ-ერთი პირველი იქნებოდა, ვინც საუდის არაბეთში მანქანით ივლიდა, მსოფლიოსა და განსაკუთრებით დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მასთან საუბრით ისეთი მსხვილი მაუწყებლები და გამოცემები დაინტერესდნენ როგორებიც NBC's Today; CNN International; Time და Huffington Post-ია.

"ადამიანები ქუჩაში გამოსვლას მაშინ წყვეტენ, როდესაც ხელისუფლებას მათი აღარ ესმის. თუ რეგიონში სტაბილურობა გვსურს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უნდა განვავითაროთ, რათა ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნები ხელისუფლებას ამ არხის საშუალებით მიაწვდინონ. თუ რეგიონში კეთილდღეობა გვსურს ინვესტიცია ახალგაზრდებში უნდა ჩავდოთ", - ეს არის ნაწყვეტი მისი სიტყვიდან "ევოლუცია და არა რევოლუცია".

ამირა ალ-ტავილი 18 წლის ასაკში უნივერსიტეტის გაზეთის მასალის მომზადებისას პრინც ალ-ვალიდ იბნ ტალალს შეხვდა, რომელიც მასზე 28 წლით უფროსი იყო. წყვილმა 2008 წელს იქორწინა, თუმცა 5 წელში 2013 წელს ამირა ალ-ტავილი ქმარს გაშორდა. მათი დაშორების მიზეზი პრინც ალ-ვალიდ იბნ ტალალის ძმის, პრინც ხალიდის გაფრთხილება გახდა, რომელმაც თავის ძმას უთხრა ამირას მედიაში გამოჩენა გაეკონტროლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებოდა.

ქალების უფლებებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ქალისთვის მსგავსი დამოკიდებულება იმდენად მიუღებელი გახდა, რომ მან პრინცთან დაშორება გადაწყვიტა.

myquiz