აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს "ბომბი ციკლონი" უტევს - ფოტოები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს "ბომბი ციკლონი" უტევს - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ამერიკის შეერთებულ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს "ბომბი ციკლონი" უტევს. ახალი ინგლისის ქალაქებში გაყინული წყალი პირდაპირ ქუჩებში მოედინება, ამას ძლიერი თოვლიც ემატება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, მიმდინარე კვირას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 6 ადამიანი დაიღუპა ვისკონსინში, ოთხი -ტეხასში, სამი - ჩრდილოეთ კაროლინაში, და თითო-თითო ადამიანი მიჩიგანში, მისურისა და ჩრდილოეთ დაკოტაში.

"თავი შორს დაიჭირეთ სანაპიროებისგან"- მოუწოდა მოსახლეობას ბოსტონის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა.

ბოსტონის სიახლოვეს სანაპიროზე მოქცევის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია. მსგავსი მაჩვენებელი უკანასკნელად 1978 წელს დაფიქსირდა. მასაჩუსეტსში წყალი მოასახლეობის ნაწილს სახლში შეუვარდა. ადგილობრივების ნაწილი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

სინოპტიკოსების განმარტებით, ახალი ინგლისის სამხრეთ ნაწილში თოვლის ინტენსივობა შემცირდება, თუმცა ძლიერი ქარი და ყინვა შენარჩუნდება.

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ 13 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხუთშაბათს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით 4300 ფრენა გადაიდო, პარასკევს კი 1000 ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლში დარჩენას ურჩევენ.

myquiz