ძლიერი ქარიშხალი ევროპაში - შთამბეჭდავი კადრები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

ძლიერი ქარიშხალი ევროპაში - შთამბეჭდავი კადრები სტიქიის ზონიდან

ქარიშხალ "ელეონორას", რომელიც დასავლეთ ევროპაში მძვინვარებს, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

საფრანგეთის ალპებში ხის წაქცევის შედეგად მოთხილამურე დაიღუპა, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კი 15 ადამიანია დაშავებული, 4 მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კიდევ ორი ადამიანი ესპანეთში, ბასკეთში ზღვამ წაიღო.

შტორმის გამო ასეულობით ათასი ადამიანი რამდენიმე ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაზიანებულია ასობით სატრანსპორტო საშუალება.

უამინდობის გამო გაუქმებულია ასეულობით ავიარეისი, შეფერხებით მუშაობს პორტები, გზების ნაწილი დატბორილი ან ჩახერგილია.

myquiz