ირანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა | Allnews.Ge

ირანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანში, საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, 6 ადამიანი ისპაანის პროვინციის ქალაქ კაჰდარიჯანის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც მომიტინგეები იარაღის წაღებას ცდილობდნენ. ქალარ ჰომეინიშეჰრში 11 წლის გოგონა და 20 წლის მამაკაცი, ქალაქ ნეჯეფაბადში კი "ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის" წევრი დაიღუპა.

თეირანის გუბერნატორის მოადგილე ალი ასგარ ნასერბახტის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტების დროს მხოლოდ დედაქალაქში 450-მდე ადამიანია დაკავებული.

myquiz