მოსკოვში, ფაბრიკის შენობაში შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა | Allnews.Ge

მოსკოვში, ფაბრიკის შენობაში შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ფაბრიკაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" მოსკოვის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საკუთრებრივი დავის საფუძველზე მოხდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ მეორეს ცეცხლი გაუხსნა.

ინციდენტის ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი.

myquiz