გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში 258 მილიონზე მეტი მიგრანტია | Allnews.Ge

გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში 258 მილიონზე მეტი მიგრანტია

მსოფლიოში 258 მილიონზე მეტი მიგრანტია, - ამის შესახებ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მოხსენებაშია ნათქვამი.

მოხსენების მიხედვით, ყველაზე მეტი მიგრანტი, 49,8 მილიონი ადამიანი, აშშ-ში ცხოვრობს. რუსეთში, საუდის არაბეთსა და გერმანიაში მიგრანტთა რიცხვი 12-12 მილიონს აღწევს.

მიგრანტების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, სირიის, პაკისტანისა და უკრაინის მოქალაქეები წარმოადგენენ.

myquiz