დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ "მწვანე ბარათის" სისტემა უნდა გაუქმდეს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ "მწვანე ბარათის" სისტემა უნდა გაუქმდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ "მწვანე ბარათით" აშშ-ში ქვეყნების საუკეთესო წარმომადგენლები არ ჩადიან და შესაბამისად, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს.

"არსებობს აშშ-ში მოხვედრის ასეთი საშუალება, სავიზო ლატარეა. ფიქრობთ, ეს ქვეყნები თავიანთ საუკეთესო წარმომადგენლებს გვიგზავნიან? არა, ისინი თავიანთ ცუდ წარმომადგენლებს გვიგზავნიან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმა უნდა გააუქმოს სავიზო ლატარეა და ჯაჭვური მიგრაცია.

"ჩვენ გვჭირდება იმიგრაციის ისეთი სისტემა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკელი ოჯახების, ამერიკელი გადამხდელებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებებს ითვალისწინებს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ბოლო თვეების განმავლობაში ტერორისტებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ნიუ-იორკზე და რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი აშშ-ში სავიზო ლატარეის სისტემის მეშვეობით მოხდა".

myquiz