საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა | Allnews.Ge

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ორი დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება.

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. მატარებლის შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-ს შეადგენდა.

myquiz