მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გათავისუფლების შემდეგ | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გათავისუფლების შემდეგ

თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ის, ვინც მის ექსტრადირებას ეცდება, ხალხმა პირიქით მათ მოუწყონ ექსტრადირება რუსეთში.

"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ხალხმა სტაცოს ხელი და ის ვინც ჩემს ექსტრადირებას ეცდება, გადააგზავნონ მოძმე რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მოგვიანებით სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად, კრეშატიკზე, კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, ასობით მომხრესთან ერთად, იმპროვიზებული მიტინგი გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს მოუწოდა, მომავალ კვირა დღეს კვლავ შეიკრიბონ მიტინგზე.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

myquiz