შემაშფოთებელი კადრები კალიფორნიიდან, სადაც ხანძრის ფართობმა ნიუ-იორკის ფართობს გადააჭარბა | Allnews.Ge

შემაშფოთებელი კადრები კალიფორნიიდან, სადაც ხანძრის ფართობმა ნიუ-იორკის ფართობს გადააჭარბა

კალიფორნიაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ხანძრის ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა. სამხრეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის ფართობმა ნიუ-იორკის ფართობს გადააჭარბა. ვენტურასა და სანტა ბარბარაში მოდებული ცეცხლის ჯამური ფართობი გასულ კვირას 93 ათას ჰექტარს აჭარბებდა.

ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს. როგორც ცნობილია, ის შტატის ისტორიაში სიდიდით მეხუთე ტყის ხანძარია, რომელიც ყოველდღიურად თითქმის 20 ათასზე მეტ ფართობზე ვრცელდება. ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება უკვე სთხოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ხანძარი საკმაოდ მასშტაბური და მძვინვარეა, თუმცა მისი ლოკალიზებისთვის ძალიან ბევრი სპეციალისტი მუშაობს.

4 დეკემბრის შემდეგ კალიფორნიაში 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო და ასობით სახლი განადგურდა.

სინოპტიკოსების თქმით, უახლოეს დღეებში ქარის სიჩქარე გაიზარდება, რაც ხანძრის ლიკვიდირებას კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.

myquiz