ისრაელელ სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად, 217 პალესტინელი დაშავდა | Allnews.Ge

ისრაელელ სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად, 217 პალესტინელი დაშავდა

იუდეასა და სამარიაში (დასავლეთ სანაპირო) და ღაზას სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში პალესტინელების მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო.

საპროტესტო აქცია ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 217 პალესტინელია დაშავებული. ისრაელის პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტები წვავენ ისრაელის დროშებს და სკანდირებენ "ომი ახლოვდება", "მოვკვდეთ წამებულებად - ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს".

გუშინ, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდა. მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აპირებს.

myquiz