ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს | Allnews.Ge

ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს

არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო! არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოექცევა როგორც არარაობას, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.