სააკაშვილის სახლთან სროლის ხმა იყო | Allnews.Ge

სააკაშვილის სახლთან სროლის ხმა იყო

მიხეილ სააკაშვილის სახლთან პოლიციასა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს, ინფორმაციას უკრაინული სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.

შეტაკებისას, საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა. დაკავებულია ერთი ადამიანი, მას ხელი აქვს დაზიანებული.

იხილეთ მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ის საათზე მეტ ხანს სახლის სახურავზე იმყოფებოდა და გადახტომით იმუქრებოდა. პოლიციამ ის შენობიდან გამოიყვანა და მიკროავტობუსში მოათავსეს, თუმცა ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, სააკაშვილის მხარდამჭერები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.

myquiz