თურქეთის ხელისუფლებამ 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 343 სამხედროა. მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედებათ.
ტელეარხი Haberturk-ის ინფორმაციით, სტამბოლში აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების და ოფიცრების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განახორციელა. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი ფეთჰულაჰ გიულენს წაუყენა.