ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გაკეთდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალ რაკეტას "ჰვასონ-15" დაარქვეს.

"ჰვასონ-15" არის მძლავრი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელზეც შეიძლება უახლესი ტიპის ბირთვული ქობინი განთავსდეს. "ჰვასონ-15"-ის გაშვებას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდებოდა, რომელმაც რაკეტას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მიღწევაა ქვეყნის ბირთვული შეიარაღების პროგრამაში", - იუწყება ჩრდილოკორეული ტელევიზია.

მათი ინფორმაციით, ახალ რაკეტას აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 210 კილომეტრში ჩამოვარდა. არანაირი ზარალი არ დაფიქსირებულა.