ამ ქვეყანაში ნაგავსაყრელი უკვე 70 წელია აღარ არსებობს | Allnews.Ge

ამ ქვეყანაში ნაგავსაყრელი უკვე 70 წელია აღარ არსებობს

შვეიცარიაში უკვე თითქმის 70 წელია არცერთი ნაგავსაყრელი არ არსებობს. ნაგვის დახარისხების სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, შვეიცარიაში იდეალურ დონემდე განავითარეს.

ნაგვის დახარისხების შედეგად უფრო მარტივია ამა თუ იმ სახის ნარჩენების გადამუშავება, ხოლო ე.წ. ზოგად ნაგავს, რომლის გამოყენება შეუძლებელია, შვეიცარიელები სპეციალურ ფასიან ტომრებში აწყობენ და ბუნკერში აგდებენ. ერთი ასეთი ტომრის ფასი დაახლოებით 1,5 ევროა.

ასეთი სისტემა სპეციალურად, ნაგვის დახარისხების სისტემის დახვეწისთვის შეიქმნა. თითოეული შვეიცარიელი მოწადინებულია კარგად დაახარისხოს ნაგავი, რათა ნაკლები "ზოგადი" ნაგავი დაუგროვდეს და ნაკლები ფასიანი ტომარა დახარჯოს.

შვეიცარიაში ასევე მოქმედებს ნარჩენების კონტროლის სპეციალური სამსახური, რომელიც ნაგვის არასწორად დახარისხების შემთხვევებზე რეაგირებს. პირველ ჯერზე პირს, რომელმაც ნაგვის დახარისხების წესები დაარღვია, სიტყვიერი გაფრთხილება ელის. აღნიშნული ქმედები გამეორების შემთხვევაში კი ნარჩენების კონტროლის სპეციალური სამსახურს შეუძლია ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობოს და დამნაშავე დაჯარიმდება.

ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება ფილტვის კიბოს რისკებს ზრდის

"ზოგადი" ნაგავი სპეციალურ ქარხნებში გროვდება, სადაც მას წვავენ, მიღებული ენერგია კი საცხოვრებელი სახლების გათბობას ხმარდება.

ნაგვის დაწვისგან დარჩენილი ფერფლიდან სხვადასხვა სახის ლითონის, მათ შორის ათეულობით ტონა ალუმინის, ფოლადის და ოქროს მოპოვება ხდება.

დასასრულს, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნების გვერდით ხშირად ნახავთ სკოლებს ან საბავშვო ბაღებს, იმიტომ რომ ნაგვის დაწვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი არანაირად არ ვნებს ადამიანებს და არც ცხოველებს და გარემოს.

myquiz