პაკისტანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა | Allnews.Ge

პაკისტანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ კეტაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Samaa ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება დღეს მოხდა, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე უსაფრთხოების ძალების სატრანსპორტო საშუალება იყო, რომელიც ინციდენტის მომენტში გზაზე მიდიოდა.

myquiz