მაროკოში საკვების რიგში ჭყლეტვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

მაროკოში საკვების რიგში ჭყლეტვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში საკვების რიგში მომხდარი ჭყლეტვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტი პატარა ქალაქ სიდი ბულაალამში მოხდა, საკვებს ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია არიგებდა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და მოხუცები არიან. მაროკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგი დაფარავს დაშავებულების სამედიცინო და დაღუპულების დაკრძალვის ხარჯებს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საკვებს მოსახლეობას ყოველწლიურად ურიგებენ უფასოდ. წელს დახმარების მისაღებად გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე გასულ წლებში.

ჯერ უცნობია რამ გამოიწვია ჭყლეტვა.

myquiz