ბრიუსელის პროკურატურამ კარლეს პუჩდემონის ესპანეთისთვის გადაცემა მოითხოვა | Allnews.Ge

ბრიუსელის პროკურატურამ კარლეს პუჩდემონის ესპანეთისთვის გადაცემა მოითხოვა

ბრიუსელის პროკურატურამ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის და რეგიონის მთავრობის ყოფილი წევრების ესპანეთისთვის გადაცემა მოითხოვა, - ამის შესახებ ტელერადიოკომპანია RTBF იუწყება.

ბრიუსელის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, პუჩდემონის და 4 ყოფილი მინისტრის ესპანეთისთვის გადაცემის საქმის განხილვა დასრულდა, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

RTBF-ს ინფორმაციით, პროკურორმა ევროპული ორდერების შესრულება მოითხოვა. საქმის გასაჩივრება 4 დეკემბერს მოხდება.

ბრიუსელის სასამართლოს გადაწყეტილების მიღება გუშინვე შეეძლო ან მისი გამოქვეყნება 15 დღით გადაედო. თუ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი ესპანეთს გადასცეს, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება 15 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.

myquiz