საფრანგეთის პარლამენტმა მარინ ლე პენს იმუნიტეტი მოუხსნა | Allnews.Ge

საფრანგეთის პარლამენტმა მარინ ლე პენს იმუნიტეტი მოუხსნა

საფრანგეთის პარლამენტმა "ეროვნული ფრონტის" ლიდერს და პარლამენტის წევრ მარინ ლე პენს იმუნიტეტი მოუხსნა. როგორც რადიოსადგური France Info იუწყება, ამის მიზეზი გახდა "ტვიტერის" გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მსხვერპლის სურათის განთავსება.

მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტის უმაღლესმა კოლეგიალურმა ინსტანციამ მიიღო, რომელიც 22 დეპუტატისგან შედგება.

მარინ ლე პენმა "ტვიტერის" პირად გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული სისასტიკის ამსახველი სურათი გააზიარა.

myquiz