სირიის სამთავრობო ძალებმა ერაყის ქალაქი, აბუ-ქემალი "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს
სირიის სამთავრობო ძალებმა შიიტ ამბოხებულებთან ერთად, ერაყის საზღვრისპირა ქალაქი, აბუ-ქემალი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ISIS-ი აღნიშნულ ტერიტორიას 2014 წლიდან აკონტროლებდა და მის უმსხვილეს საყრდენს წამოადგენდა.
რამდენიმე დღის წინ სირიის არმიამ "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქი ელ-კაიმიც გაათავისუფლა.
სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს.