ძლიერი ტაიფუნი ვიეტნამში - დაღუპულია 50-მდე ადამიანი | Allnews.Ge

ძლიერი ტაიფუნი ვიეტნამში - დაღუპულია 50-მდე ადამიანი

ვიეტნამში ძლიერი ტაიფუნის გამო სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "როიტერსი" ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

სტიქია ქალაქ ნიაჩანგის მახლობლად მძვინვარებს, ნიაჩანგიდან 500 კილომეტრში კი მდებარეობს ქალაქი დანანგი, სადაც დღეს აზიისა და წყნარი ოკეანეს ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი იწყება.

ტაიფუნის ქარის სიჩქარე საათში 90 კილომეტრს აღწევდა. 2 000-ზე მეტი სახლი განადგურებული, კიდევ 40 000 კი - დაზიანებულია.

myquiz