კატალონიაში დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდება შემეძლო, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე - კარლეს პუჩდემონი | Allnews.Ge

კატალონიაში დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდება შემეძლო, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე - კარლეს პუჩდემონი

კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი ბელგიაში წასვლის მიზეზებზე საუბრობს. "ბრიუსელში იმიტომ ჩავედი, რომ კონფრონტაციული სიტუაცია არ შექმნილიყო. ბევრი მზად იყო წინააღმდეგობის გასაწევად", - განუცხადა პუჩდემონმა ტელეკომპანია RTBF-ს.

"მე დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა შემეძლო. მე ეს არ გავაკეთე და არ მსურს გავაკეთო. ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს ძალადობას", - განაცხადა კატალონიის ყოფილმა ლიდერმა.

პუჩდემონის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გამო ესპანეთში სამოქალაქო ომი არ იქნება.

"მოდით, ვისაუბროთ სერიოზულად. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა კატალონიაში ბოლო 7 წლის მანძილზე? ნახეთ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები თუნდაც ერთი ინციდენტის გარეშე? ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მსხვილი მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო. კატალონიური მოძრაობა წარმოუდგენლად მშვიდობიანია", - აღნიშნა პუჩდემონმა.

myquiz