ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული დიპლომატი და მისი ისტორია
ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილე გაერთიანებულ სამეფოში ამბობს, რომ თავის ქვეყანაში თანამედროვე მონა იყო. მონური მდგომარეობისთვის თავის დაღწევა 2016 წელს გადაწყვიტა და სამხრეთ კორეაში ოჯახთან ერთად გაიქცა.
"მე არ მსურდა, რომ ჩემს შვილებს ისეთივე ცხოვრება ჰქონოდათ, როგორიც მე" - განაცხადა ტე იანგ ჰომ CNN-თან საუბარში. ტე იანგ ჰო წლების განმავლობაში თითქოს ორ სამყაროში ცხოვრობდა, ერთი მხრივ მკაცრად კონტროლირებად კორეაში და მეორე მხრივ იმ თავისუფალ ქვეყნებში, სადაც ის მსახურობდა.
დიპლომატის თქმით, კონტროლი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო მკვეთრი გახდა.
"კიმ ჩენ ინი გარკვეულ პრობლემებსა და გამოწვევებს წააწყდა კორეის მმართველ ძალებში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ ის არის ადამიანი შეწყალების უნარის გარეშე და ეს იმისთვის გააკეთა, რომ ყველას შიშის განცდა ჰქონოდა მის წინაშე"
კიმების ოჯახი: ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული დინასტია
დიპლომატის თქმით, მის შვილებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების ოცნება, მათ ფხენიანის დატოვება სურდათ, მაგრამ როგორც შვილებს, არ შეეძლოთ ქვეყნიდან გაქცევის თემა წამოეწიათ მამის წინაშე.
"როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს, ძალიან ბედნიერები იყვნენ და ნამდვილად ძალიან მოეწონათ მათთვის თავისუფლების მიცემა რომ გადავწყვიტე"
იგი, რგორც დიპლომატი, ლონდონიდან ოფიციალური ფხენიანისთვის სხვადასხვა დადასტურებული ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა და რეჟიმის მიმართ გარკვეულწილად ერთგულებას ინარჩუნებდა.
CNN-მა მიმდინარე წელს დიპლომატის ჩრდილოეთ კორეაში მყოფ ოჯახის წევრებთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. მისმა დამ ტაე ოკ რანმა CNN-ის დახმარებით ძმას გადასცა, რომ ოჯახი არასდროს აპატიებდა ჩადენილ ქმედებას.
ტე იანგ ჰოს ძმამ განაცხადა, რომ მისმა ძმამ ოჯახის რეპუტაცია შებღალა და რომ მთელი ოჯახი მას უყურებს, როგორც სამხრეთ კორეის პროპაგანდისთვის განკუთვნილ იარაღს.
"თუ ამ ცოდვას მე არ ჩამოვირეცხავ, მაშინ ჩემს შვილებსა და შთამომავლობას ბევრი შრომა მოუწევთ ამ ჭუჭყის მოსაშორებლად", - განაცხადა დიპლომატის ძმამ.
მკვეთრად უარყოფითი სიტყვების მიუხედავად, დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო მისი ოჯახის თანამონაწილეობით ვიდეოს ნახვა.
"ინტერვიუს ნახვამ გამახარა, ვფიქრობ, ისინი კარგად გამოიყურებიან. ამან გამაბედნიერა, რადგან მათი სახეების დანახვის შესაძლებლობა მომეცა და იმ ადგილების, სადაც ინტერვიუ იყო ჩაწერილი. როგორც მივხვდი, ეს ჩემი დის სახლია. მათი დანახვა კიდევ ერთხელ ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის, რადგან მეგონა, რომ ცხოვრებაში ვეღარასდროს ვიხილავდი".
კრისტიან ამანპურთან საუბარში, ტე იანგ ჰომ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის განწყობა საკმაოდ მაღალია.
დიპლომატმა აღიარა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ჩრედილოეთ კორეას ამერიკის "რისხვა და ცეცხლი" დაატყდებოდა თავს, კიმ ჩენ ინი უკან დახია.
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაზე - ისინი დიდხანს ვერ გასტანენ
"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაპროგნპოზირებადი ხასიათი გარკვეულწილად მუშაობს, მაგრამ ვფიქრობ, რიტორიკის ცვლილება და ეს გაფრთხილებები სჭირო არ არის, მთავარია აშშ-მ ფხენიანამდე პოლიტიკური გზავნილები მიიტანოს".
გზავნილი კი შემდეგი უნდა იყოს, რომ დასავლეთმა კიდევ უფრო ცხადი უნდა გახადოს, რომ არასდროს დაუშვებს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებას.
"ვაშინგტონმა და მთლიანად ევროპამ უკვე არსებული პოლიტიკა უნდა გააგრძელონ და სასურველს ზეწოლისა და სანქციების გზით მიაღწიონ, მაგრამ ამასთანავე დასავლეთის ქვეყნებმა ყველა შესაძლო ხერხი უნდა გამოიყენონ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დასამყარებლად, იმისთვის მაინც, რომ ფხენიანს გააგებინონ რომ გაანადგურებენ თუ ის ამ მიმართულებით სვლას განაგრძობს"