ტერორისტული აქტი მანჰეტენზე - დაღუპულია 8 ადამიანი | Allnews.Ge

ტერორისტული აქტი მანჰეტენზე - დაღუპულია 8 ადამიანი

მანჰენტენზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, თავდამსხმელს ნამდვილი იარაღი არ ჰქონია, თუმცა 8 ადამიანი ავტომობილის დაჯახებით მოკლა.

შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 15-მა ადამიანმა, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს. თვითმხილველთა განცხადებით, დაჯახების შემდეგ მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და "ალლაჰ აკბარს" და "ღმერთი დიდიას" სკანდირებდა. აღნიშნულ მომენტში კი, სამართალდამცველებმა მის საწინააღმდეგოდ ცეცხლი გახსნეს.

დაკავებისას პოლიციის ოფიცერმა დამნაშავე მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, მანქანაში წერილი აღმოაჩინეს, რომელშიც მძღოლი აღიარებს, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ჩაიდინა. დადგინდა ტერორისტის ვინაობა. ის უზბეკეთში დაბადებული, 29 წლის საიფულო საიპოვი აღმოჩნდა.

ნიუ იორკში, მანჰეტენზე უცნობი პირი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა.

 

myquiz