ეროვნული გვარდია „ბარიგების“ გვარდიაა, ის უნდა დაიხუროს - მიხეილ სააკაშვილი | Allnews.Ge

ეროვნული გვარდია „ბარიგების“ გვარდიაა, ის უნდა დაიხუროს - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ეროვნული გვარდია ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მისი ლიკვიდაციაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტთან გამართულ მიტინგზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია "ახალი ძალების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"ეს არის არა ეროვნული გვარდია, არამედ "ბარიგების" გვარდია, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ მთავარი "ბარიგა" საკუთარი ხალხისგან დაიცვას. ეროვნული გვარდია უნდა დაიხუროს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნულ გვარდიაზე 2,5-ჯერ მეტი სახსრებია გამოყოფილი, ვიდრე უკრაინულ ჯარზე, რაც "ძალიან აღმაშფოთებელია". სააკაშვილის თქმით, "ეს ფული უკრაინის მოქალაქეებს უნდა გადაეცეს".

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უკრაინის უშიშროების სამსახურის დათხოვისა და "საგარეო დაზვერვის ეფექტური სამსახურის" შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "ძალიან სწრაფი ტემპებით გამდიდრებაში" დაადანაშაულა, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ნელა ვითარდება.

"მისი ბიზნესები წინ მიდის, 100%-ზე ნაკლები მოგება მის არც ერთ ბიზნესს არ აქვს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ, თუ კარგად მოვიქცევით, ეკონომიკის ზრდა 3% იქნება. საცოდავო და ტილიანო "ბარიგებო", ამ 3%-ს უნდა გიმადლოდეთ?" - განაცხადა სააკაშვილმა.

myquiz