შტორმ "ოფელიას" მიახლოების გამო ირლანდიაში წითელი დონეა გამოცხადებული | Allnews.Ge

შტორმ "ოფელიას" მიახლოების გამო ირლანდიაში წითელი დონეა გამოცხადებული

ატლანტის ოკეანის მხრიდან შტორმ "ოფელიას" მიახლოების გამო ირლანდიის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა. ამის შესახებ ქვეყნის განათლების სამინისტრომ განაცხადა.

"შტორმ "ოფელიას" მოახლოების გამო განათლების სამინისტრო ამცნობს ყველა სკოლას, კოლეჯს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომ 16 ოქტომბერს სასწავლო პროცესი არ ჩატარდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შტორმ "ოფელიას" მიახლოების გამო ირლანდიის დასავლეთ ნაწილში საფრთხის ყველაზე მაღალი - წითელი დონეა გამოცხადებული.

myquiz