ილჰამ ალიევი, შესაძლოა, სერჟ სარგსიანს შეხვდეს | Allnews.Ge

ილჰამ ალიევი, შესაძლოა, სერჟ სარგსიანს შეხვდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, შაბათს ბაქოში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება და მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შესაძლო შეხვედრაზე იმსჯელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა განახლდეს. რამდენიმე დღეში მე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩებს შევხვდები და ჩვენ მომდევნო მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტების დონეზე შესაძლო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

myquiz