კატალონიაში რეფერენდუმი პოლიციასთან შეტაკების ფონზე მიმდინარეობს - კადრები დაპირისპირების ადგილიდან | Allnews.Ge

კატალონიაში რეფერენდუმი პოლიციასთან შეტაკების ფონზე მიმდინარეობს - კადრები დაპირისპირების ადგილიდან

კატალონიაში უკანონო რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო, პარალელურად კი ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან შეტაკებები მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს იყენებენ.

სამართალდამცველებმა დაიწყეს სკოლებისა და სხვა დაწესებულებების გათავისუფლება ადამიანებისგან, რიგ შემთხვევებში, პოლიციას საარჩევნო უბნებიდან ხალხის ძალით გაყვანა უწევს. ამით პოლიცია ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელმაც შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კენჭისყრა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2315 უბნიდან უმეტესობას აკონტროლებენ. უბნებზე სარეფერენდუმო დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს, ზოგიერთ უბანზე კი ხმის მიცემა მაინც გრძელდება.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უბნების დახურვა დაიწყო.

 

 

myquiz