ვაშინგტონი პარიზის შეთანხმებაზე უარს არ ამბობს - რექს ტილერსონი | Allnews.Ge

ვაშინგტონი პარიზის შეთანხმებაზე უარს არ ამბობს - რექს ტილერსონი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით თავისი მოქმედების ვარიანტებს ღიად ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრ სახლში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით მღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

თუმცა, რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას არ გამოეთიშება, თუ აშშ-ისთვის სამართლიან პირობებს შეიმუშავებენ.

დონალდ ტრამპმა პარიზის შეთანხმებაზე უარი მიმდინარე წლის ივნისში თქვა და აღნიშნა, რომ ამას ამერიკის დასაცავად აკეთებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს უგულებელყოფს, ისეთი ქვეყნების სასარგებლოდ როგორიც ჩინეთი და ინოდეთია.

myquiz