ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით "როიტერსი" იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, რაკეტა კვლავ ფხენიანიდან გაუშვეს, რომელმაც იაპონიის კუნძულ ხოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

რამდენიმე საათში ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში წვრთნები სამხრეთ კორეამაც ჩაატარა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საგანგებო სხდომის ჩატარებას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კი მოსკოვსა და პეკინს ფხენიანის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

myquiz