მალაიზიაში რელიგიურ სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

მალაიზიაში რელიგიურ სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, რელიგიურ სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. მეხანძრეებმა ხანძარის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მიიღეს.

"ჩვენი ინფორმაციით, 25 მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპა", - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

სამართალდამცველების მონაცემებით 13-დან 17 წლამდე 22 მოსწავლე და სკოლის პერსონალის რამდენიმე წევრია დაღუპული. 10 დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი, 4 მათანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

myquiz