ლვოვში, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ | Allnews.Ge

ლვოვში, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ

ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისში", სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სურთ მიხეილ სააკაშვილს შეატყობინონ, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი "შეგინის" გამშვებ პუნქტზე.

სამართალდამცველები სასტუმროში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მივიდნენ.

ადგილზე ასევე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, თუმცა მესაზღვრეებს პირადად სააკაშვილისთვის სურთ პროტოკოლის გადაცემა.

myquiz