"ირმას" გამო, ფლორიდის შტატიდან 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუცია განხორციელდა | Allnews.Ge

"ირმას" გამო, ფლორიდის შტატიდან 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუცია განხორციელდა

ქარიშხალი "ირმა" ფლორიდის შტატს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი ამერიკის სანაპიროს დღეს დღის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა. შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფარში გადავიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

ქარიშხალ "ირმას" სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. მისი სიჩქარე საათში 210 კილომეტრს შეადგენს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი "ირმა" "ჰარვიზე" უფრო მძლავრია, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს დაატყდა თავს.

როგორ გაანადგურა "ირმამ" კუნძულები - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"ირმას" შედეგად, ბარბუდას კუნძულზე შენობების 95% განადგურდა

"ირმა", "ჰარვი", "კატრინა" - რატომ არქმევენ ქარიშხლებს სახელებს?

myquiz