ქარიშხალი "კატია" მექსიკის ყურეს უახლოვდება | Allnews.Ge

ქარიშხალი "კატია" მექსიკის ყურეს უახლოვდება

მეორე კატეგორიის ქარიშხალი სახელად "კატია" მექსიკის ყურეს უახლოვდება. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ქარიშხალი "კატია" გაძლიერდეს.

მექსიკის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა სტიქიამ გარკვეულ რეგიონებში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვიოს. შესაბამისი სამსახურები საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუირებისთვის მზად არიან. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

myquiz