როგორ გაანადგურა "ირმამ" კუნძულები - ფოტოები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

როგორ გაანადგურა "ირმამ" კუნძულები - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ქარიშხალ "ირმას" შედეგად დაღუპულთა რიცხმა 14-ს მიაღწია, - ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ფლორიდასა და კუბას უახლოვდება.

განსაკუთრებით რთულ სიტუაციას მაიამის ტერიტორიაზე პროგნოზირებენ. სტიქიის გამო, თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება დაიხურა. მოსახლეობამ მედიკამენტები და საკვები უკვე მოიმარაგა. ქარის სიჩქარე საათში 300 კმ-ს აღემატება.

უფრო ადრე სტიქია კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა. ყველაზე დიდი ზარალი ბარბუდის კუნძულს მიადგა. ტერიტორიაზე თითქმის ყველა ნაგებობა უვარგისია.

წითელი ჯვრის მონაცემებით, სტიქიამ ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე დააზარალა, 26 მილიონს კი საშიშროება ემუქრება.

მეტეოროლოგების ცნობით, "ირმა" ბოლო წლების განმავლობაში ატლანტის ოკეანეში მომხდარი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

 

 

myquiz