მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი, ქვეყნის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზეა.

მსხვერპლის, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მექსიკის გარდა ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.