ლოს - ანჯელესში ძლიერი ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა | Allnews.Ge

ლოს - ანჯელესში ძლიერი ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ლოს - ანჯელესში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რის შემდეგაც ის სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა.

ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადაიკეტა.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ლოს - ანჯელესის მახლობლად მდებარე ბურბანკისა და გლენდეილის დასახლებებში მოსახლეობა 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდანაა ევაკუირებული.

ბოლო ცნობით, 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობია დამწვარი. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული.