ტეხასის შტატში წყალდიდობის გამო, 20 ათასი ადამიანი თავშესაფრებში რჩება | Allnews.Ge

ტეხასის შტატში წყალდიდობის გამო, 20 ათასი ადამიანი თავშესაფრებში რჩება

ტეხასის შტატში წყალდიდობის გამო, 20 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ თავშესაფრებში რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ელეინ დიუკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ძლიერი წვიმები კიდევ 1-2 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც წყლის დონე დაიწევს.

ტეხასის შტატის ხელისუფლების განცხადებით, დაგეგმილია კიდევ სამი დიდი თავშესაფრის გახსნა, ვინაიდან არსებული ცენტრები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას.

ბოლო ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 ათასი კი სამაშველო ოპერაციების შედეგად გადაარჩინეს. წყალდიდობა ქარიშხალმა "ჰარვიმ" გამოიწვია.

myquiz