ტეხასში ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ტეხასში ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Fოხ Nეწს ტეხასის შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

ტეხასის შტატის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ჰიუსტონის მერის, სილვესტერ ტერნერის განცხადებით, დროებითი განთავსების ცენტრებში ამჟამად 6 ათასი ადამიანი იმყოფება.

ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის ეროვნული გვარდიის 12 ათასი რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამაშველო ოპერაციებში.

myquiz