ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 30-დან 100 მილიარდამდე დოლარი შეადგინოს | Allnews.Ge

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 30-დან 100 მილიარდამდე დოლარი შეადგინოს

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, კომპანია Enki Research-ის სპეციალისტის განცხადებით, ენერგოქსელების, სატრანსპორტო სისტემებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დატბორვის შედეგად აღრიცხულმა ზარალმა, შესაძლოა, 30 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ეს კი ნიშნავს, რომ "ჰარვი" რიგით მერვე ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალია აშშ-ში.

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონს, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა

ფოტოამბავი აშშ-დან: უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი

კიდევ ერთი კომპანიის ექსპერტის განცხადებით კი, ზარალის საბოლოო მაჩვენებელმა, შესაძლოა, რომ 100 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

myquiz