აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონს, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა | Allnews.Ge

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონს, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონს ბოლო 12 წლის განმავლობაში ერთ-ერთმა ყველაზე მძლავრმა ქარიშხალმა "ჰარვიმ" გადაუარა. ქალაქში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქ ჰიუსტონის მერის, სილვესტერ ტერნერის თქმით, ძლიერი წვიმების გამო წყალი ქალაქის მასშტავით გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, სტიქიას უკვე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

"არ გამოხვიდეთ გარეთ. არ იფიქროთ, რომ შტორმი დამთავრდა", - მიმართა ქალაქის მერმა მოსახლეობას.

რისი გაკეთება არ უნდა დაგვავიწყდეს წყალდიდობის დროს?

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარიშხლით გამოწვეული ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ფოტოამბავი აშშ-დან: უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი

ამ მომენტისთვის უკვე ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ევაკუაციის თხოვნით. ორი საცხოვრებელი კომპლექსი მთლიანად იყო ევაკუირებული.

myquiz