ფოტოამბავი აშშ-დან: უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი | Allnews.Ge

ფოტოამბავი აშშ-დან: უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატს უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი"დაატყდა თავს, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.

ამ დროისთვის ქარიშხლის სიმძლავრემ იკლო და მას ახლა ტროპიკული შტორმის კვალიფიკაცია მიენიჭა. ექსპერტები კვლავაც ელოდებიან მძიმე შედეგებს, რასაც სინოპტიკოსები სიცოცხლისთვის საშიშს უწოდებენ.

შტატის 50 ოლქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. 350 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ დანგრეულის აღდგენას წლები დასჭირდება.

 

myquiz